გაცნობებთ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოს „სასამართლოს მხარდაჭერის პროგრამის“ ხელშეწყობით, იწყებს ეროვნულ შეჯიბრს სტუდენტებისთვის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.
შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის/სკოლის მე-3 და მე-4 კურსის, ან/და მაგისტრატურის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ 3 წევრიან გუნდს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი ინსპექორის სამსახური გეგმავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან.
ღონისძიება გაიმართება 4 ნოემბერს, თსუ 1 კორპუსი, 06 აუდიტორია. დასაწყისი - 12:00 საათი.